გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვების საქმესთან დაკავშირებით რადხიკ კუმარასვამ BBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის, რაც მან სირიაში ნახა, ყოვლად წარმოუდგენელია და მას ამის შესახებ დამადასტურებელი მასალაც გააჩნია.
„სირიის შეიარაღებულ კონფლიქტის დროს ორივე მხარე ბავშვებს უმოწყალოდ ექცევა, მათ ხოცავენ, აწამებენ, ჩვენ ვნახეთ ბავშვები წამების კვალით. სირიის განმათავისუფლებელთა არმიის ჯარისკაცები ბავშვებს ტანკებზე სვამენ, რათა მოწინააღმდეგემ ტანკს არ ესროლოს. ჩვენ პირველად გავიგეთ იმის შესახებ, რომ აჯანყებულები ბავშვებს დაჭრილების მოსავლელად და მომსახურებისთვის იყენებენ, ისინი კი ამ დროს ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან“,-ნათქვამია კუმარასვას მიერ მომზადებულ დასკვნაში.