რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა სირიის საკითხთან დაკავშირებით არაფორმალურ კონფერენციას უმასპინძლოს. ლავროვის განცხადებით, ამ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ არა „სირიის მეგობარი“ ქვეყნები, რომლებიც სინამდვილეში სირიელ აჯანყებულებს უჭერენ მხარს, არამედ გაერო-ს მუდმივი წევრი ქვეყნები, სირიის მეზობელი ქვეყნები და არაბთა გაერთიანებული ლიგა.
„ მოსკოვში გამართული საერთაშორისო კონფერენცია ერთადერთი ფორმატი იქნება, რომელიც გაერო-ს და არაბული სახელმწიფოების ლიგის წარმომადგენლ კოფი ანანის გეგმას დაუჭერს მხარს.
ამ კონფერენციაში მონაწილეობა უნდა მიღონ რუსეთმა, ამერიკამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა, ყატარმა, საუდიის არაბეთმა და სირიის მეზობლებმა-ლიბიამ, იორდანიამ, ერაყმა, თურქეთმა და ირანმა, აგრეთვე არაბული სახელმწიფოების ლიგამ, ისლამის თანამშრომლობის ორგანიზაციამ, ევროკავშირმა და გაერო-მ, რომლის ეგიდითაც უნდა ჩაიაროს კონფერენციამ. ისინი ვალდებულნი არიან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღონ“,-განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.