ქართულ ირლანდიური კინოფესტივალის დღევანდელი განცხადების თანახმად, ცნობილი ქართველი კინორეჟისორი და პროდიუსერი ნიკოლოზ ხომასურიძე ამ წლის შემოდგომაზე გამართული პირველი ფესტივალის საერთაშორისო კინოინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიურის პირველი დადასტურებული წევრი იქნება. ნიკოლოზ ხომასურიძე უხელმძღვანელებს ჟიურის იმ ნაწილს, რომელიც ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიას შეაფასებს.
ნიკოლოზ ხომასურიძის მიერ წარმატებით განხორციელებულ პროექტებს შორისაა ფილმი „დავიწყებული მეფე“ მსოფლიო კინოს ისტორიაში ყველაზე გრძელი 105 წუთიანი უწყვეტი კადრით (სცენარის ავტორი, პროდიუსერი და რეჟისორი). ნიკოლოზ ხომასურიძე ამჟამად ახალი მხატვრული ფილმის „ჯინსების თაობა“ მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს.
„ძალიან გვიხარია, რომ ნიკოლოზი კინოფესტივალის მუშაობაში ჩაერთო, რადგან ის არა მარტო მნიშვნელოვანი რეჟისორი, არამედ ამავე დროს ქართველიცაა,“ – აღნიშნა ფესტივალის დირექტორმა ელეინ მულანმა.
ქართულ ირლანდიური კინოფესტივალის მიზანია საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული კულტურული პარალელების გამარჯვებული მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი ისეთი ფილმების მეშვეობით კვლევა, რომლებიც ორივე კულტურისთვის საერთო თემებს ეძღვნება. ქართული აუდიტორიისთვის ირლანდიური ფილმების წარდგენით ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ამ ორ ერს შორის მსგავსება ადვილად გასაგები გახდება. ამავე დროს, ფესტივალი ქართველ რეჟისორებს მისცემს საშუალებას, თავისი ნამუშევრები საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგინონ.
ქართულ ირლანდიური კინოფესტივალის ჟიურის სხვა წევრების ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.