BBC-ის ინფორმაციით, ავღანეთის ჩრდილოეთით, ბორკას და ბაგლანეს რაიონებში 5,4 ბალი სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა მთები, რომლებმაც 10-20 მეტრის სიღრმეში ჩაიტანა 23 სოფელი. დაღუპულია 80 ადამიანი, დაშავებულია 20-ზე მეტი, გრძელდება ჩამარხული ადამიანების ძებნა.
მიწისძვრა გუშინ გვიან მოხდა, თუმცა შედეგები დღეს გახდა ცნობილი.
ბაგლანის პროვინციის გუბერნატორის აბდულა მაჯიდას განცხადებით, მიწისძვრა ისე სწრაფად ჩამოწვა მთის მასივები, რომ მოსახლეობის გაქცევისა და გადარჩენის შანსი, ფაქტიურად არ ჰქონდა.