მოსკოვის პროკურატურის მიერ ოპოზციონერი აქტივისტების სახლებში გუშინ განხორციელებულმა ჩხრეკებმა, არა მარტო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენეტი შეაშფოთა არმედ, ბრიტანული პრესაც აღაშფოთა.
Times-ის ინფორმაციით, „რუსი ოპოზციონერების ბინაში გუშინ ჩატარებული ჩხრეკები, მესამე ვადით არჩეული კგბ-ს ყოფილი აგენტის მიერ, სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანების მიმართ, ზომაზე მეტი სიმკაცრის გამოვლენის ფაქტებია. რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინი არ არის იოსებ სტალინი, თუმცა მისი მოწინააღმდეგეების მიმართ გამოვლენილი დამსჯელი ფოლადის ფორმები, ზუსტ განმარტებას გვაძლევს- რუსეთში სიტუაციას გააკონტროლებს ის და არა ლიბერალური ოპოზიცია. რუსი ოპოზიცონერები კი სოციალურ ქსელებში წერენ-„გამარჯობა 37-ე წელო!“
პუტინი აცხადებს, რომ დემონსტრაციებთან დაკავშირებით ახალად მიღებული კანონი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, თუმცა არცერთ ევროპულ ქვეყანაში ასეთი კანონი,რომელიც დემონსტრანტებს ფინანსური სანქციებით ემუქრება, ალბათ გარდა ბელორუსიისა, არსად არ მოქმედებს“,-წერს Times.