დავით მათიკაშვილი: 2011 წლის 26 მაისი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ყველაფერი უნდა გაკეთდეს დემოკრატიულ პროცესში იმისთვის, რომ სადისტები, მოძალადეები არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში

2011 წლის 26 მაისი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. სააკაშვილის რეჟიმმა პირდაპირი მნიშვნელობით მოახდინა საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოსახლეობის ტერორი, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

„დღეს, როდესაც იმართება საგამოძიებო კომისიის სხდომა, კიდევ ერთხელ დაინახავს მთელი საზოგადოება ამ უმძიმეს წარსულს და ასევე გაფრთხილებას, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს დემოკრატიულ პროცესში იმისთვის, რომ სადისტები, მოძალადეები არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, - მიიჩნევს დეპუტატი.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს. კომისიის წევრები დღეს 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციის დარბევისას ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებს განიხილავენ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნონა გაფრინდაშვილი, ელდარ (ლუკა) კურტანიძე, დავით ლორთქიფანიძე და გიორგი ბურჯანაძე არიან მიწვეულნი.