ნიკოლა სარკოზი მისთვის და კარლა ბრუნისთვის სახელმწიფო „ბოდიგარდებს“ ითხოვს

ნიკოლა სარკოზი მისთვის და კარლა ბრუნისთვის სახელმწიფო „ბოდიგარდებს“ ითხოვს

ფრანგული გამოცემა Paris Match-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ექსპრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ პირადად მიმართა ფრანსუა ოლანდს და მისთვის და კარლა ბრუნისთვის ათი პირადი მცველის გამოყოფა მოსთხოვა.

„ყველა ამ მცველს სარკოზი პირადად იცნობს, რადგან ისინი საფრანგეთის რესპუბლიკის პირადი დაცვის წევრები გახლდნენ იმ პერიოდში, როდესაც ის ელისეის სასახლეში იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც  სარკოზი აღარ არის საფრანგეთის პრეზიდენტი, მას ემუქრებიან და შეურაცხყოფას აყენებენ. სწორედ ამისთვის ითხოვს სარკოზი დაცვას“,- წერს Paris Match-ი სარკოზის პირადი გარემოცვის წარმომადგენლის განაცხადზე დაყრდნობით.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ექსპრეზიდენტები სახელმწიფო პირადი მცველებით დიდად არ არიან განებივრებულები. აქამდე ყველაზე მეტი პირადი მცველი ჟაკ შირაკს ჰყავდა- ექვსი, ხოლო ვალერი ჟისარ ე,ტენი მხოლოდ ორ მცველს სჯერდებოდა.   

საფრანგეთში არსებული კანონის თანახმად, სახელმწიფო მაღალჩინოსნებს უფლება აქვთ ისარგებლონ სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი პირადი მცველებით, ხოლო ერთი პირადი მცველის წლიური ანაზღაურება წელიწადში 72 ათას ვეროს შეადგენს, ასე რომ საფრანგეთს ნიკოლა სარკოზის დაცვა წელიწადში 700 000 ევრო დაუჯდება.