პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს არ აკეთებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს არ აკეთებს

საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ  ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისტემატიურად იღებს ინფორმაციას, თუმცა ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღის მიდებარე ტერიტორიაზე და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის სხვა მონაკვეთებზე ვითარება რამდენიმე დღეა დაძაბულია.