საინფორმაციო სააგენტო Kavkaz.ge-ს ინფორმაციით, 16 ივნისს ქართულ სოფელ თეკალში, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე ქვეყნის საზღვარზე მდებარეობს, მშვიდობიანი აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები არიან სომხეთის სამშვიდობო ინიციატივების კავკასიური ცენტრი, აზერბაიჯანის რეგიონალური კოოპერაციისა და საზოგადოების განვითარების ცენტრი და საქართველოს ასოციაცია „თეკალი“.
აქციის თემაა „აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტა-არის თუ არა რეალური საზოგადოებრივი ჩარევა?“
პროექტი ამერიკის დემოკრატიის მხარდაჭერის ნაციონალური ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.