პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინიციატივით, პროგრამა „წყალი ყველა სოფელს“ და „24 საათიანი მომარაგება ყველა ქალაქს“ იწყება, თუმცა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინიციატივის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უახლოეს მომავალში თავად ისაუბრებს.
„ეს არის პროგრამა, რომელიც სოფლებისა და რაიონების წყალმომარაგების გაუმჯობესებას მოემსახურება. ინიციატივა ეხება ბათუმს, ფოთს, ქუთაისს, უკლებლივ ყველა რაიონულ ცენტრს და რა თქმა უნდა, ჩვენს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას“, - განაცხადა მანჯგალაძემ.