აფხაზეთში გაქცეული პატიმრები დააკავეს

აფხაზეთში გაქცეული პატიმრები დააკავეს

აფხაზეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, 9 ივნისს გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდის საგამომძიებლო იზოლატორიდან გაქცეული პატიმრებიდან დაკავებულია  ორი -ბიძინა ხასია და ბაჩო ხაზალია. პატიმრები სოფელ განახლებასთან ახლოს ტყეში დააკავეს.

გენპროკურატურის განცხადებით, მესამე გაქცეულის ბადრი ხაზალიას ძებნა გრძელდება.

შეგახსენებთ,  ძმებმა ხაზალიებმა და ბიძინა ხასიამ გაქცევისას დანით დაჭრეს საგამოძიებო იზოლატორის ერთ-ერთი თანამშრომელი, დანარჩენ მცველებს იარაღის გამოყენებით დაემუქრნენ და დრანდის იზოლატორის კედლები დატოვეს. ბიძინა ხასია სასჯელს იხდიდა იარაღისა და ნარკოტოკების კონტრაბადისთვის, ძმები ხაზალიები კი მოქლაქეების გატაცებისა და ყაჩაღური თავდასხმებისთვის.