13 -14 ივნისს, რუსთაველის თეატრი უნიკალური შოუს უმასპინძლებს, სახელწოდებით - Red Bull Flying Bach. პროექტი კლასიკური მუსიკისა და ბრეიქდანსის სინთეზია. თბილისს ბრეიქდანსის ვარსკვლავები, ჯგუფი Flying Steps - მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვევიან. ჯგუფი იოჰან სებასტიან ბახის ცნობილი ნაწარმოებების საცეკვაო ინტერპრეტაციას წარმოადგენს. როიალი, ჩემბალო, ელექტრონული ბითები, პროექცია, შინაარსიანი სიუჟეტი და მსოფლიოს რვა საუკეთესო მოცეკვავის მიერ შესრულებული უნიკალური ქორეოგრაფია - ამ ყველაფრის ერთად ხილვას ქართველი მაყურებელი 2 დღის განმავლობაში შეეძლებს.
Red Bull Flying Bach-ის პირველი ევროპული ტურნე გასულ წელს გაიმართა, შემდეგ კი მსოფლიო ტურნე დაიგეგმა. 2012 წლის პირველი წარმოდგენა 3 მაისს ხორვატიის ქალაქ პულაში გაიმართა. მსოფლიო ტურნეს რუქაზე საქართველო მეორე ქვეყანაა, შემდეგ კი კონცერტები ნორვეგიაში, ლიბანში, კატარში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, იტალიაში, შვედეთში, უკრაინაში, ჩეხეთში, იაპონიაში, შვეიცარიასა და რუსეთში იგეგმება.