დავით საყვარელიძემ კრწანისის რაიონში წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. საყვარელიძემ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობა გუშინ ოფიციალურად დატოვა. თანამდებობის დატოვებიდან რამდენიმე საათში მან კრწანისის რაიონში, კერძოდ, პურის მოედანზე მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
საპარლამენტო არჩევნებში კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად დავით საყვარელიძის კანდიდატურა შეკრებაზე მისულ მოსახლეობას თბილისის საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარმა მერაბ რაფავამ წარუდგინა.
მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, დავით საყვარელიძეს ერთ-ერთმა პედაგოგმა საკუთარი პრობლემების შესახებ მოახსენა, რომელიც მიუხედავად მრავალი დამსახურებისა და ჯილდოების გაჭირვებულ მდგომარეობაშია და თბილისის მერთან შეხვედრა მოითხოვა.
დავით საყვარელიძე კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრას დღესაც გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გუშინ გადადგა და პოლიტიკაში წასვლის შესახებ განაცხადა.