ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში (ჭოველიძის ქ.10) სამი არასამთავრობო ორგანიზაცია -“პი-ემ- სი კვლევითი ცენტრი“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ და „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ცენტრი“ დღეს, 12 საათზე თბილისის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს.
შედეგების პრეზენტაციაზე ცნობილი გახდება:
1) როგორია თბილისის ბიუჯეტის დინამიკა 2007 წლიდან დღემდე.
2) რა მდგომარეობაა თბილისის ბიუჯეტით დაფინანსებული ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მხრივ.
3) როგორ ხორციელდება ქალაქის დასუფთავება და სანიტარული წესრიგი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის პროგრამა.
4) რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა თბილისის 2011-2012 წლების ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხები.
5) რამდენად ეფექტიანად და მიზნობრივად გამოიყო თანხები სკოლამდელი განათლების დაწესებულებებისთვის.
პროექტი მიმდინარეობს „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ დაფინანსებით.
მონიტორინგის პროცესში ჩართული ორგანიზაციები და წარმომადგენლები თემების მიხედვით:
* თბილისის ბიუჯეტის დინამიკა 2007 წლიდან დღემდე-ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ნინო ევგენიძე
* ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები-ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ნინო ევგენიძე
* ქალაქის დასუფთავება და სანიტარული წესრიგი- „პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი“, ზაზა ბროლაძე
* 2011-2012 წლების ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრიობა
* კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ცენტრი, დავით ნარმანია
* სკოლამდელი განათლების დაწესებულებების თანხების მიზნობრიობა და ეფექტიანობა-კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ცენტრი, დავით ნარმანია