საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქომაგი" ხელისუფლების მხრიდან ხელისუფლების მხრიდან დაშინების მცდელობაზე საუბრობს. ამასთან დაკავშირებით ფონდი სპეციალურ მიმართვას აქვეყნებს, სადაც სახალხო დამცველს, საელჩოებსა და მედიასაშუაელბებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
"მოგეხსენებათ, რომ ხელისუფლებამ დაიწყო იმ მოქალაქეებზე ზეწოლა რომლებმაც ,,ფონდ ქომაგს" მომართეს დახმარებისთვის. კერძოდ: ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 9 ივნისს, შაბათს დაიწყო ამ მოქალაქეთა მასიური დაბარება. მათი გადაყვანა მოდულის შენობაში მოხდა უყწყების ჩაბარებისთანავე მუქარით და იძულებით. ამასთანავე უწყებაში არ ყოფილა მითითებული მოტივი თუ რასთან დაკავშირებით უნდა მომხდარიყო მათი დაკითხვა. მოქალაქეებს არ მიეცათ ადვოკატის აყვანის შესაძლებნლობა, დაკითხვა მიმდინარეობდა ხანგრძლივი დროის მანძილზე, უწყვეტად, ზოგ შემთხვევაში 10 საათის განმავლობაში. ეს ადამიანები და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ გაურკვეველ და სტრესულ სიტუაციაში. დაკითხვის დროს ხდებოდა პროვოკაციული კითხვების დასმა, რაც მიმართული იყო "ფონდი "ქომაგი"-ს დისკრედიტაციისკენ. შემაშფოთებელია ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ გაითვალისწინეს ამ ადამიანების, არც ასაკი და, არც ჯანმრთელობის მდგომარეობა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლოობა ერთ-ერთი მოქალაქე დასაკითხად მოდულის შენობაში გადაყვანილი იქნა საავადმყოფოდან.
მივმართავთ სახალხო დამცველს, არასამთავრობო, ადამიანის უფლებათა დამცავ ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და მედიასაშუალებებს.
მიგვაჩნია რომ ხელისუფლების ეს ქმედებები ემსახურება ხალხის დაშინებას.
"ფონდი ქომაგი", კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფონდის მიზნები არის ღია და საჯარო, არ ემსახურება არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს და მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში. შესაბამისად, ვაცხადებთ რომ ყველა ბრალდება, რომელიც გამოთქმული იქნება ხელისუფლების მიერ "ფონდი ქომაგი"-ს საქმიანობასთან დაკავშირებით, იქნება ხელისუფლების მორიგი პროვოკაცია ფონდის კეთილშობილური მიზნების წინააღმდეგ.
კიდევ ერთხელ, მოგმართავთ თხოვნით, დროულად მიიღოთ ზომები, რათა შეაჩეროთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების უხეშად დარღვევის პროცესი", - აღნიშნულია მიმართვაში.
მიმართვას ხელს ფონდის თავმჯდომარე, ია მეტრეველი აწერს.