ახალ ზელანდიაში ლედი გაგას, ერთ-ერთი, კონცერტის დროს, მოცეკვავემ შემთხვევით თავში დეკორაციის ნაწილი, რკინის ჯოხი ჩაარტყა.
ინციდენტი პოპ-ვარსკვლავის დახურული შოუს დროს მოხდა. მომღერალი ცნობილ ჰიტს Judas - ს ასრულებდა. თავში რკინის ჯოხის მოხვედრის შემდეგ, ლედი გაგა წაბარბაცდა, მაგრამ სიმღერა, მაინც ბოლომდე დაასრულა.
-მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს თაყვანისმცემლებს, თუ მათ ჩემი მოქმედებები სცენაზე უცნაური მოეჩვენათ. შეიძლება, ვინმემ შენიშნა კიდევაც, რომ თავში დეკორაციის მძიმე ჯოხი მომხვდა და სავარაუდოდ, ტვინის შერყევა მივიღე,- მიმართა გულშემატკივრებს პოპ-ვარსკვლავმა.
კონცერტის შემდეგ, მომღერლის ვიზაჟისტმა ტარა საველომ, რომელიც ყოველთვის ლედი გაგას გვერდზე იმყოფება, მისი თაყვანისმცემლები კიდევ ერთხელ დაამშვიდა.
-გაგას ყველაფერი რიგზე აქვს, შეიძლება ტვინის შერყევა მიიღო, მაგრამ მთავარია ახლა თავს კარგად გრძნობს. მინდა იცოდეთ, თუ რა ძლიერ უყვარხართ მას. ვერ ვიჯერებ, რომ ამ დარტყმის, შემდეგ შოუ გააგრძელა! -წერს საკუთარი ტვიტერის გვერდზე საველო.