საქართველოში, 12-13 ივნისს, ირლანდიის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ემონ გილმორი ჩამოვა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, გილმორი მავდროულად ქვეყნის ვიცე-პრემიერიცაა, საქართველოში ეუთო-ს თანათავმჯდომარის რანგში ჩამოდის, რაც ამ ვიზიტს დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს.
როგორც კალანდაძემ განმარტა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, გააფართოოს მეგობარი სახელმწიფოების წრე და გარდა პოლიტიკური ურთიერთობისა, მათთან ჰქონდეს საინტერესო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები.