პრობაციონერები საგანმანათლებლო კურსს გაივლიან

პრობაციონერები საგანმანათლებლო კურსს გაივლიან

 

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს დახმარებით, ზუგდიდში სამი არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებული საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთო.

სასჯელაღსრულების სამინისტროა ინფორმაციით, არასამთავარობო ორგანიზაცია - ”თემის განვითარების ცენტრი”-ს ბაზაზე ორი პრობაციონერი კომპიუტერის საოფისე პროგრამების სამთვიან კურსს გაივლის, ხოლო ერთი მოზარდი ინგლისურ ენას 8 თვის განმავლობაში დაეუფლება.

კურსის დასრულების შემდეგ, პრობაციონერები სპეციალურ სერთიფიკატებს მიიღებენ.

პრობაციის ბიუროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა შორის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ მომდევნო ჯგუფების დაკომპლექტების დროსაც გაითვალისწინებენ პრობაციონერეთა კონტიგენტს და იზრუნებენ სასწავლო პროგრამებში მათ მონაწილეობაზე.

პრობაციის ბიუროები, პირობით მსჯავრდებულებს, საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვისა და დასაქმების თაობაზე რეკომენდაციას, რისკებისა და საჭიროებების შეფასების პროცესში გამოვლენილი პრობლემების გათვალისწინებით უწევენ.