„დღეს დილით, 8 საათზე შემომივარდნენ სახლში, არ მომცეს ჩაცმის უფლება, ყველაფერი თავდაყირა დააყენეს და შეურაცხყოფას მაყენებდნენ“,-ასე დაწერა ქსენია სობჩაკმა თავის ბლოგში მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ და რუსული პოლიცია „აბსოლუტურ უკანონობაში“ დაადანაშაულა.
ცნობილი და ელიტური ტელეწამყვანის ქსენია სობჩაკის მე-4 ტვერსკაია-იამსკაის ქუჩაზე მდებარე ბინიდან დღეს რუსმა გამომძიებლებმა ჩხრეკისას დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტა ამოიღეს. როგორც Life News-სს პირმა, რომელიც გამოძიებაში მოინაწილეობდა და სახელის და გვარის გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ ფული ცალ-ცალკე კონვერტებში იდო, რომლებსაც „საინტერესო წარწერები“ ჰქონდა გაკეთებული. „ ქსენია სობჩაკის ბინაში კი გამომძიებლები მას შემდეგ მივიდნენ, რაც ჟურნალისტმა საკუთარ ბლოგში დაწერა, რომ არ წავიდა აქციაზე, იმიტომ, რომ იცოდა რაც მოხდებოდა. სეიფში აღნიშნული თანხის გარდა, კიდევ იდო 1000 ევრო და დოლარები. გამოძიება თანხის წარმომავლობას არკვევს“,-განაცხადა პირმა.
რუსული მასმედიის აზრით, სობჩაკის ბინიდანამოღებულ 1,5 მილიონ ევროს სახელმწიფო კონფისკაციას გაუკეთებს.
ჩხრეკა ჩატარდა ასევე ალექსეი ნავალნის, სერგეი უდალცოვის და ილია იაშინის ბინებში. სამართალდამცავებმა უდალცოვის ბინიდან კომპიუტერი, დისკები, მეხსიერების ფლეშ-ბარათები ამოიღეს. ხვალ ოთხივე დასახლებული პირი გამომძიებელთან დაკითხვაზეა გამოძახებული.