დედოფლისწყაროს პოლიციის თანამშრომლებმა კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, გია პოპიაშვილი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
დედოფლისწყაროს შტაბის უფროსის, ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, გია პოპიაშვილი კოალიციის აქტიური მხარდამჭერია.
„ ეს არის ერთადერთი მძღოლი, რომელსაც არ შეეშინდა და თბილისში რომ იყო „ქართული ოცნების“ აქცია, მხარდამჭერები წაგვიყვანა. ასევე, დედოფლისწყაროში რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე სოფლებიდან ხალხის ტრანსპორტირებაში დაგვეხმარა. ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ მხოლოდ მან გაბედა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ტრანსპორტირება და ამის გამო დასაჯეს“, - აღნიშნა თამაზაშვილმა და დასძინა, რომ სასამართლოში პროცესი ჩუმად ჩატარდა და მათ საქმეში ადვოკატის ჩართვაც ვერ მოასწრეს.