გიორგი თარგამაძე და პაატა დავითაია საარჩევნოდ გაერთიანდებიან

გიორგი თარგამაძე და პაატა დავითაია საარჩევნოდ გაერთიანდებიან

„ქრისტიან-დემოკრატები“ და „ევროპელი-დემოკრატები“ საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთ ბლოკად გაერთიანებას გეგმავენ. მართალია ამ ეტაპზე არც პაატა დავითაია და არც ქრისტიან-დემოკრატები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა, ცნობილია, რომ გიორგი თარგამაძის პარტიასა და პაატა დავითაიას შორის კონსულტაციები უკვე გაიმართა და გადაწყდა, რომ ისინი არჩევნებზე ერთ ბლოკად გამოვლენ.

„ქრისტიან-დემოკარტების“ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, ქდმ პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანების აუცილებლობას ვერ ხედავს.

„ამ ეტაპზე,  ბლოკში გაერთიანება სწორად არ  მიგვაჩნია. ბლოკის ჩამოყალიბებაზე ჯერ საუბარი არ არის“,  აღნიშნა ვეფხვაძემ.

თარგამაძე–დავითაიას მომავალ გაერთიანებაში „ქრისტიან-დემოკრატებისა“, ‘’ევროპელი დემოკრატების“ გარდა, სავარაუდოდ, კიდევ ერთი პარტია იქნება „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია“, რომელიც ქრისტიან-დემოკრატების სატელიტი პარტიაა.