კომპანია Digital Domain Media Group–ი ვირტუალურ ელვის პრესლის ქმნის. იმისათვის, რომ ლეგენდარულმა მომღერალმა სხვადსახვა გასართობ პროექტებში მიიღოს მონაწილეობა, მისი ვირტუალური ასლი შექმნება.
პროექტის ავტორთა თქმით, როკენროლის მეფის ვირტუალური დებიუტი უახლოეს მომავალში კინოსა და ტელევიზიაში შედგება. ელვის სპრესლი კომპანიის მიერ გაცოცხლებული პირველი შემსრულებელი არ არის. აღნიშნულმა კომპანიამ 2012 წლის აპრილში, ამერიკულ ფესტივალზე Coachella საზოგადოებას ვირტუალური 2 Pac–ი წარუდგინა.
ფესტივალზე, ასეთი შოუს დადგმა ასი ათასი დოლარი დაჯდა, 2 Pac–ი სცენაზე დოქტორ დრესა და სნუპთან ერთად წარსდგა. რეპერებმა მაშინ აღნიშნეს, რომ შეიძლება ვირტუალურ 2 Pac-თან ერთად, მუსიკალური ტურნეც მოაწყონ.
როგორც ჩანს, ჩვენს თვალწინ თანამედროვე მუსიკის ახალი ეტაპი იქმნება. მალე ჩვენს წინაშე შეიძლება ნებისმიერ სცენაზე, ნებისმიერი ლეგენდარული მომღერალი ამღერდეს.