გიორგი ბარამიძე: საქართველომ უკვე დაიმკვიდრა ადგილი ნატო-ში

გიორგი ბარამიძე: საქართველომ უკვე დაიმკვიდრა ადგილი ნატო-ში

„საქართველომ უკვე დაიმკვიდრა ადგილი ნატო-ში როგორც ქვეყანამ, რომელიც ნაბი-ნაბიჯ მიილტვის ნატო-ში გაწევრიანების ამოცანის შესასრულებლად“, - ამის შესახებ,  საქართველოს ვიცე პრემიერმა გიორგი ბარამიძემ ნატო-ს კვირეულის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბარამიძის განცხადებით, ჩიკაგოში მტკიცებულებების ფორმით ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.

„მოხარული ვართ, რომ საქართველომ უკვე დაიმკვიდრა ადგილი ნატო-ში როგორც ქვეყანამ, რომელიც ნაბი-ნაბიჯ მიილტვის ნატო-ში გაწევრიანების ამოცანის შესასრულებლად. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩიკაგოში ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და აქ საუბარია მტკიცებულებების ფორმით და არა იმ ფორმით, რომ საქართველო ალბათ, გახდება ალიანსის წევრი. ნატო საქართველოს ეხმარება, რომ რაც შეიძლება, სწრაფად იყოს სისრულეში მოყვანილი ყველა ის ფაქტორი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაში დაეხმარება. მათ კარგად ესმით, რომ დროის გაწელვა და გაჭიანურება შესაძლოა, გარკვეული არასასურველი დამატებითი დაძაბულობის გამომწვევი გახდეს“,  - განაცხადა ბარამიძემ.