იტალიური გაზეთი "L'Occidentale“ აქვეყნებს სტატიას, რომელსაც From.ge შემოკლებული ვარიანტით გთავაზობთ.
„საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი თვე რჩება. ისინი მოწოდებულნი არიან განაახლონ ქვეყნის პარლამენტი და ბოლო მოუღონ, როგორც ბევრი ვარაუდობს, უკიდურესად ანომალიურ სიტუაციას.
სიტუაცია ანომალურია იმიტომ, რომ ქართულ პარლამენტში არ შევიდნენ ის პარტიები, რომლებმაც ოთხი წლის წინ უარი განაცხადეს დაეკავებინათ თავიანთი ადგილები, რადგან არჩევნების საბოლოო შედეგები არ ცნეს, არჩევნების, რომელმაც სააკაშვილის ხელისუფლებას (ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გაამარჯვებინა) და რომელმაც 150 მანდატიდან 119 მანდატი მიიღო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, , დაშვებული იყო უხეში შეცდომები და ადგილი ჰქონდა სააკაშვილის სასარგებლოდ ფალსიფიკაციას ხმების მიცემის დროს. გამომდინარე აქედან, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ მიღებული შედეგები კანონიერად არ უნდა ყოფილიყო ცნობილი. ეუთო-ს დამკვირვებლების განცხადებით, ხმის მიცემის დროს დაშვებულ იქნა მრავალრიცხოვანი შეცდომები, თუმცა ეს არჩევნები წინა ჩატარებულ არჩევნებზე უკეთესად სცნეს“, - წერს გამოცემა.
იტალიური გამოცემის ინფორმაციით, დასავლეთ ქვეყნების მთავრობების შუამდგომლებით, პოლიტიკოსების მცირე ნაწილმა თანხმობა განაცხადა პარლამენტში შესვლაზე და 2008 წლის შემდეგ, სააკაშვილს თავის „ბულგარულ უმრავლესობასთან“ ერთად, კანონების მიღება-დამტკიცებაში პრობლემები არ შექმნია. პარლამენტში „ერთპარტიული“ მმართველობის ამ ტიპმა კი ნეგატიურად იმოქმედა ქართული პოლიტიკური ინსტიტუტების „ზრდასა და ჩამოყალიბებაზე“.
„დღეს ქართული შიდა პოლიტიკაში ძალიან რთული მდომარეობაა. საქართველოს პრეზიდენტი აბსოლუტურად დაშორებულია ოპოზიციური პარტიის ლიდერებს. სახელისუფლო პარტია ოპოზიციიური პარტიისა და ოპოზიციონერების წინააღმდეგ ძალიან მკაცრად მოქმედებს და როგორც ჩვენ ადრე ავღნიშნავდით, ხშირად იყენებს რუსულ მუქარას, რათა ოპოზიციური ლიდერების დისკრედიტაცია მოახდინოს და მოსახლოებაში დათესოს ეჭვი მათი მტერთან „კოლაბორაციონიზმის“ შესახებ (ამ შემთხვევაში კრემლთან). ოპოზიციამ კი ტაქტი შეცვალა და ერთი ლიდერის გარშემო დაიწყო გაერთიანება“,-წერს გამოცემა.
იტალიური გამოცემა ქართულ პოლიტიკაში „ფრანგი-ქართველი მილიარდელის“ ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენაზე, „ქართული ოცნების 27 მაისის აქციაზე, რომელსაც გამოცემის ინფორმაციით 50 000-დან 100 000 კაცამდე ესწრებოდა, ივანიშვილის გეგმებსა და მის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს.
„მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიცური პარტიების კოალიცია ჩამოაყალიბა და მოსახლოების მხარდაჭერა მიიღო, სააკაშვილის პარტიამ პირდაპირ მიიტანა იერიში პირადად ბიძინა ივანიშვილზე.
ამ სერიოზულ საქმეს, რომელიც ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების მიერ ცუდად იქნა აღქმული, დასავლეთი მკაცრად აკვირდება. თავიდან საუბარი დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით, რაც სააკაშვილს სურს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან მკაცრია. საუბრობენ იმაზეც, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მხოლოდ ახლა შეამჩნია და მანამდე არასოდეს მიუქცევია ყურადღება ივანიშვილის ორმაგ მოქალაქეობისთვის (მისი საფრანგეთში ნატურალიზაციის შემდეგ). გამომდინარე აქედან, სააკაშვილი ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქედ თვლის. ამ გზით სააკაშვილი ცდილობს ხელი შეუშალოს მისი კანდიდატურის დაყენებას არჩევნებში, თუმცა ამ უარის მიზეზების არგუმენტირება ძალიან რთულია“, - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ეს ნაბიჯი აღქმული იქნა მისი მხრიდან პოლიტიკურ მოტივაციად, ხოლო ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან ივანიშვილთან დაკავშირებით, სიტუაციის ყურადღებით გაანალიზირებას მოითხოვს.
„გამომდინარე აქედან, დღევანდელი სიტუაცია საქართველოში ძალიან დინამიურია: ერთის მხრივ, მრავალრიცხოვნმა ოპოზიცურმა პარტიება ივანიშვილის გარშემო მოიყარეს თავი, რათა გაზარდონ მისი პოლიტიკური მნიშვნელობა, მეორეს მხრივ კი, სააკაშვილის პარტია, რომელიც შეშფოთებულია დასავლეთის მხარდაჭერის დაკარგვით და დასავლეთის მხრიდან კრიტიკის გამო, ყველაფრისთვის მზადაა, რათა ქვეყანაში კონტროლი შეინარჩუნოს. როგორც ჩანს, საქართველოს შიდა პოლიტკურ ძალებს ცხელი ზაფხული ელის, ამავე დროს ბევრია დამოკიდებული იმ ოფიციალურ პოზიციაზეც, რომელსაც ამერიკა და ევროკავშირი დაიჭერს“,-წერს ",- L'Occidentale".