ბრიტანულ მუსიკალურ ჯგუფს Florence + The Machine საკუთარი კონცერტი საქველმოქმედო აუქციონზე გააქვს.
აუქციონი ბრიტანულ საქველმოქმედო ფონდ JDRF საიტზე გაიმართება. შემოსული თანხები დიაბეტით დაავადებულების მკურნალობას მოხმარდება.
აღნიშნული ლოტის აღწერაში ნათქვამია, რომ Florence + The Machine მყიდველისათვის 20 წუთიან ცოცხალ კონცერტს, 25 კაციანი აუდიტორიის წინაშე გამართავს. კონცერტი ლონდონში დეკემბერში, ან 2013 წლის იანვარში ჩატარდება.
არსებული ლოტის ღირებულებამ, ინტერნეტაუქციონზე განთავსებისთანავე, 7,5 თასი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.
კარიერის განმავლობაში ჯგუფმა Florence + The Machine ორი ალბომი გამოუშვა -„Lungs“ 2009 წელს და „Ceremonials“ 2011-ში. მათი ალბომები დიდი ბრიტანეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მუსიკალურ ჰიტ ათეულებში პირველ ადგილებს იკავებს. ჯგუფს მოპოვებული აქვს, სხვადასხვა, მუსიკალური პრემიები. მათ შორის, Brit Awards, MTV Video Music Awards, Q Awards, NME Awards და ა.შ.