ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიზნით, UNESCO-სგან სპეციალური მისიის შექმნას ითხოვს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე გუდაუთაში ლიხნის ტაძრის რესტავრაციის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.
კალანდაძის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ ასეთი უხეში ქმდებები ხორციელდება.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს არ აქვს ქმედითი ბერკეტები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესს თვალყური მიადევნოს და ამ ტერიტორიებზე განხორციელებულ ქმედებებს წინ აღუდგეს.
„ამავდროულად ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირებლებსაც მათ შორის, იუნესკოს წარმომადგელებსაც არ ეძლევათ შესაძლებლობა ობიექტურად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, რაც ძალიან სამწუხარო ფატია. თუმცა, ჩვენ ამ ფაქტებს რეგაირების გარეშე არ ვტოვებთ და ასევე მივმართავთ UNESCO-ს, რომ რეაგირება მოახდინოს და შექმნას მისია, რომელიც იქ შესვლას შეძლებს და შესაბამის ზომებს გაატარებს“, - განაცხადა კალანდაძემ.