მსოფლიო კინოეკრანებზე, 15 ივნისს, კიდევ ერთი, ახალი ფილმი გამოვა, სახელწოდებით Rock Of Ages. ადამ შენკმენის მუსიკალურ დრამაში მთავარ როლებს, ტომ კრუზი, კეტრინ ზეტა ჯონსი, ალეკ ბოლდვიუნი, რასელ ბრენდი, მალინ აკერმენი და სხვები ასრულებენ.
ფილმი 1980 წლის ბროდვეის მიუზიკლის ეკრანიზაციაა. ძირითადად მოქმედებები ჰოლივუდის ცნობილ როკ კლუბში ხდება. სახელად- „Rock of Ages“, რომელიც სანსეტ სტრიტზე მდებარეობს. იქ ერთმანეთს ხვდებიან ახალგაზრდა როკ მომღერალი, რომელსაც სახელის მოხვეჭა სურს და ერთი გოგონა, რომელიც ლოს ანჯელესში პატარა ქალაქიდან ოცნებების ასახდენად გადმოვიდა. როკ მომღერალსა და გოგონას შორის სიყვარული ჩნდება და სიუჟეტი შემდგომ ძალიან საინტერესოდ ვითარდება.
ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ტომ კრუზი ჟურნალისტებთან საუბარში გამოტყდა, რომ სპეციალურად ამ ფილმისთვის სიმღერის სწავლა დაიწყო. ის ვოკალის სპეციალისტთან დადიოდა, რომ საკუთარი როლი უფრო ღირსეულად შეესრულებინა.
ამერიკელი მსახიობი აღნიშნავს, რომ ამ ფილმზეც იგივე წესებით მუშაობს, როგორც სხვა დანარჩენზე. „აქაც შევეცადე ყველაფერი თავადვე გამეკეთებინა“-ამბობს ის.