საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციულ ბრიფინგზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თემას გამოეხმაურნენ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, ეს ძალიან მგრძნობიარე და სენსიტიური თემაა, რომელიც რეგიონში უსაფრთხოებას პრობლემას ქმნის.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველა მონაწილე სახელმწიფო აცნობიერებს, რამდენად რთული პრობლემაა, რამდენად მწვავე შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს რეგიონისთვის, რამდენად მტკივნეულ საკითხად შეიძლება იქცეს, მათ შორის რეგიონში არსებული სახელმწიფოების განვითარების თვალსაზრისით. ამიტომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ორივე სახელმწიფო იქნება ადეკვატური ამ ვითარების შეაფასებაში და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ყველა ღონეს იხმარს“, - განაცხადა კალანდაძემ.
ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, დღეს ტრაპზონში სამხრივი შეხვედრა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, ნიშნავს თუ არა ამ შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობა გარკვეულწილად საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანის მხარდაჭერას, კალანდაძის გამარტებით, ტრაპზონში გამართული შეხვედრა არანაირად არაა დაკავშირებული კონფლიქტთან, საქართველოს მხარის ოფიციალურ გამოხატულებასთან ვინაიდან ეს შეხვედრა, სამი ქვეყნის ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული და ხალხთაშორის ურთიერთობებიდან გამომდინარე იმართება.
ცნობისთვის, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე რამდენიმე დღის განმავლობაში ინტესნიური სროლები გრძელდება. რამდენიმე დღის წინ, შეტაკებას ორივე მხრიდან 8 ადამიანი ემსხვერპლა.