საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ნატო ჩიკაგოს სამიტის შემდეგ ყველაზე ინფორმაციული შეხვედრები გაიმართება.
კალანდაძის თქმით, ეს არის რუტინული ვიზიტი, თუმცა მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც ებმება ჩიკაგოს სამიტს და ნატოს სპეციალური წარმომადგენელი თავად მიადევნებს თვალყურს იმ შედეგების იმპლემენტაციას, რომელიც საქართველომ ნატოს ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციიდან გამომდინარე მიიღო.
კანადაძის განმარტებით, შეხვედრები გაიმართება დღის განმავლობაში, როგორც ხელისუფლების ისე საზოგადოების წარმომადგენლებთან.
„მიუხედავდ იმისა, რომ ეს ნატოს სპეციალური წარმომადგენლის რუტინული ვიზიტია ჩვენ ამ ვიზიტს განსაკუთრებით მნიშვნელობას ვანიჭებთ გამომდნარე იქიდან, რომ ჩიკაგოს სამიტს უშუალოდ ემბება. ამავდროულად ამ ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული მიზანი ჩიკაგოს სამიტის შედეგების იმპლემენტაციის საკითხია. ნატოსთან ურთიერთობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენ ეს დინამიკა შევინარჩუნოთ და ამ ალიანსის წარმომადგენლებთან მუდმივად განახლებული ინფორმაციის მიწოდების საშუალება გვქონდეს. ამავდროულად აუცილებელია მათი მხრიდან არსებული რეკომენდაციები და შეფასებები მოვისმინოთ“, - განაცხადა კალანდაძემ.