პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის შეფასებით, დავით საყვარელიძე კვალიფიციური იურისტია და მისი გამოცდილება პარლამენტს გამოადგება. აღნიშნული კომენტარი კუბლაშვილმა დავით საყვარელიძის მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით გააკეთა.
„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. დავით საყვარელიძე კვალიფიციური იურისტია, მას აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქმიანობის კარგი გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, მისი უნარ-ჩვევები საკანონმდებლო ორგანოს წაადგება“, – აღნიშნა კუბლაშვილმა.
დავით საყვარელიძის თანამდებობიდან წასვლაზე კომენტარი ქრისტიან-დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემაც გააკეთა.
"კარი იქნება თუ მას ის თანამდებობის პირებიც მიბაძავენ, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ. მივესალმებით, თუ ისინიც გადადგებიან და საარჩევნო კამპანიის დროს საკუთარ პოზიციას არ გამოიყენებენ", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გადადგა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობა დავით საყვარელიძეს კრწანისის რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად წარადგენს.