ლონდონში გამოქვეყნდა ექიმ ჯორჯ ლევიკის მიერ გაკეთებული, დღემდე უცნობი ჩანაწერები, ანტრაქტიდის ექსპედიციის შესახებ. ექიმი ექსპედიციაში 1910-1912 წლებში, რობერტ სკოტთან ერთად მონაწილეობდა.
ამ ექსპედიციის დროს ექიმი ლევიკი იკვლევდა ანტრაქტიდის ნაპირებზე არსებულ ფაუნას. პირველი ოფიციალური დასკვნების, შემდეგ მას გაუჩნდა სურვილი სკოტთან ერთად სამხრეთ პოლუსზე გადასულიყო და დაკვირვება ეწარმოებინა პინგვინების სექსუალურ ორიენტაციაზე.
გამოქვეყნებულ ესეებში სწორედ ამ დაკვირვებებზეა საუბარი. ექიმისთვის მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ პინგვინების უმეტესობა განსხვავებული ორიენტაციის იყო. ჩანაწერები ჰომოსექსუალ პინგვინებზე, ექიმს ძველ ბერძნულ ენაზე ჰქონდა გაკეთებული და ოფიციალურ გამოკვლევებში ეს არ შესულა. მკვლევარებმა ისინი, ახლახანს, ლონდონის მუზეუმის საწყობებში შემთხვევით აღმოაჩინეს.
რობერტ სკოტის ექსპედიციის მიზანი სამხრეთ პოლუსზე ბრიტანეთის იმპერიის საზღვრების გაფართოება იყო. თუმცა მათ გუნდს 33 დღით ნორვეგიელებმა ჩაასწრეს, ექსპედიციამ რაულ ამუნდესის ხელმძღვანელობით. სამხრეთ პოლუსზე 1912 წლის 17 იანვარს ჩასულ სკოტის ექსპედიციას დაბრუნება მოუწია, გზაზე ექსპედიციის ყველა წევრი სიცივისა და შიმშილისაგან დაიღუპა. მათ შორის ექიმი ლევიკიც. ჯგუფმა 114 დღე ანტრაქტიდის მწვერვალებზე გაატარა.
აქვე გეტყვით, რომ კანადაში, ტორონტოს, ერთ-ერთ, ზოოპარკში უკვე წლებია ცხოვრობს ორი ჰომოსექსუალი, აფრიკული პინგვინი. ზოოპარკის ადმინისტრაციამ მათი დაშორება და მდედრობიოთი სქესის პინგვინებთან გადაყვანა გადაწყვიტა, რადგან ეს ჯიში პინგვინებისა გადაშენების პირასაა მისული და მათი გამრავლება, ამ შემთხვევაში, ზოოპარკის მთავარი ამოცანა იყო.
აღმოჩნდა, რომ 21 წლის ბადისა და 12 წლის პედროს ერთმანეთის გარდა სხვა არავინ აინტერესებდათ.