დღეს, 11 ივნისს, 17 საათზე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებებთან დაკავშირებით კომიტეტის თავმჯდომრის, პავლე კუბლაშვილისა და კანონპროექტთა ავტორების შეხვედრა გაიმართება.
არასამთავრობო სექტორიდან შეხვედრას დაესწრებიან: თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი მელაშვილი - კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრი, ეკა გიგაური - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი, ნინო ლომჯარია - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი, თამარ კორძაია - „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი და ლაშა ტუღუში - ჟურნალისტი.