„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისში გამართული აქციის შესახებ აცხადებს, რომ თბილისისა და ქუთაისის აქციების შემდეგ, უფრო მეტად დაძლევენ ადამიანები შიშს და უფრო მეტად მოხდება ადამიანების თავისუფალი ნების გამოხატვა.
„გუშინდელი „ქართული ოცნების“ აქციაც და ზოგადად, „ახალი მემარჯვენეების“ შეხვედრებიც რეგიონებში, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლოებას პოლიცია უთვალთვალებს, მიუხედავად იმის, რომ გამგებლები აკონტროლებენ, შეხვედრები მოსახლოებასთან იმართება და ეს მიუთითებს იმაზე, რომ შიში დაძლეულია. მითუმეტეს თბილისისა და ქუთაისის აქციების შემდეგ, უფრო მეტად დაძლევენ ადამიანები შიშს და უფრო მეტად მოხდება ადამიანების თავისუფალი ნების გამოხატვა. ეს არ იყო მარტო ქუთაისი აქცია, ეს იყო იმერეთის რეგიონის აქცია და ძალიან ძნელია დათვალო იქ ვინ იყო ქუთაისელი და ვინ იმერეთის რეგიონიდან. ვფიქრობ, აქციაზე ქუთაისელებიც არანაკლები მივიდოდნენ. მიუხედავად იმის, რომ ხელისუფლებამ ქუთაისს მხარი დაუჭირა პარლამენტის ქუთაისში გადატანით, ადამიანების უკმაყოფილება ქუთაისშიც არის ცხოვრების დონის, დასაქმების პრობლემის გამო, ადამიანებს ძალიან უჭირთ თავის შენახვა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რადგან სამედიცინო პოლისებით არავინაა დაზღვეული და კიდევ ძალიან ბევრი პრობლემის გამო“,-აცხადებს ნაჭყებია.