საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეწვია .აპატურაი საქართველოში ნატო-ს კვირეულის ფარგლებში ჩამოვიდა.
ნატოს კვირეული დღეს, გაიხსნება და 16 ივნისს დასრულდება.
პირველ ოფიციალურ შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს ვიცე პრემიერ–მინისტრ გიორგი ბარამიძესთან გამართავს, რის შემდეგაც ისინი ნატო-ს კვირეულს ოფიციალურად გახსნიან.
კვირეულის გახსნის შემდეგ, ჯეიმს აპატურაი და გიორგი ბარამიძე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ჟურნალისტებს, პროფესორებს საქართველოს რეგიონებიდან და დედაქალაქიდან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის შედეგები იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი ვრცელი დისკუსია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, ჩიკაგოს სამიტის შემდეგ.
ნატო-ს კვირეულს 16 ივნისს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე და ნატო-ში ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი კესტუტის იანკაუსკასი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დახურავენ, სადაც გაიმართება შეხვედრა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან.
კვირეულის ორგანიზატორები არიან საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.