„კარგად ვიცი, რომ ერთბაშად ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც ჩვენს ხალხს აწუხებს, შეუძლებელია, მაგრამ არის საკითხები, რომელთა გადაჭრას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება.
ვიცი, რომ, პირველ რიგში, ხალხს უსამართლობა აწუხებს, ხალხი სამართალს ვერ პოულობს იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების ნაქები სასამართლო რეფორმა მთლიანად ჩავარდნილია. უფრო მეტიც, ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს სასამართლო, პრეზიდენტის ხელში მორჩილი სასამართლო ქვეყნის მართვის, ხალხის დათრგუნვისა და დაშინების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია. ასე სამართლებრივი სახელმწიფო ვერ აშენდება. ეს უნდა დამთავრდეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ივანიშვილმა ქუთაისში აქციაზე გამოსვლისას და დასძინა, რომ მისი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მისი გუნდი სასამართლოს ყოველგვარი წნეხისგან გაათავისუფლებს და მოსამართლე კანონის უზენაესობით იმოქმედებს და არა პროკურორის მითითებით. ამას ბიუჯეტიდან ფული და ინვესტიციები არ სჭირდება. ამას, პირველ რიგში, სჭირდება პოლიტიკური ნება, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას არა აქვს ", - განაცხადა ივანიშვილმა.
ასევე, ბიძინა ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მისი გუნდი პოლიციას პოლიტიკური დაკვეთებისგან გაათავისუფლებს. "ის შეასრულებს თავის პირდაპირ დანიშნულებას - იქნება იქნება არა ხელისუფლების, არამედ ხალხისა და სახელმწიფოს სამსახურში ", - აღნიშნა ივანიშვილმა.