საფრანგეთი ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის გამოყვანას ივლისში დაიწყებს. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გააკეთა.
საფრანგეთის პირველმა პირმა ეს გადაწყვეტილება ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად 4 ფრანგი სამხედროს გარდაცვალების შემდეგ გაახმიანა.
ავღანეთიდან ფრანგული სამხედრო კონტინგენტის 2012 წლის ბოლომდე გამოყვანა ოლანდის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამის შესახებ განცხადება მან ჩიკაგოში გამართულ ნატოს სამიტზეც გააკეთა, თუმცა კონკრეტულად როდიდან დაიწყებოდა სამხედროების გამოყვანა, ამ დრომდე უცნობი იყო.