დღეს, 10 ივნისს, 18:00 საათზე ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქცია გაიმართება.
კოალიციაში ვარაუდობენ, რომ აქციაში მონაწილეობას იმერეთში მცხოვრები მათი მხარდამჭერები მიიღებენ. აქციას კოალიციის თითქმის ყველა ლიდერი დაესწრება.
როგორც ცნობილია, კოალიციას აღნიშნული აქციის ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ჩატარება სურდა, თუმცა მისთვის სასურველ დროს ქალაქის მერიისაგან საჭირო სანქცია ვერ მიიღო. კოალიციაში აცხდებენ, რომ აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამაიანი ეტევა. ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ აქცია ქუთაისის პროპორციით ისეთივე მასშტაბური და ხალხმრავალი იქნება, როგორც 27 მაისს თბილისში იყო