„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, მანანა კობახიძე ქუთაისში ხვალისთვის დაგეგმილ „ქართული ოცნების“ აქციაზე მოსახლეობის მაშტაბურ მხარდაჭერას პროგნოზირებს.
კობახიძის განცხადებით, კოალიციის ლიდერები იმერეთის რეგიონში განაწილებულნი არიან, დადიან სოფე-სოფელ, ხვდებიან მოსახლეობას, ისმენენ მათ პრობლემებს, აცნობენ თავიანთ გეგმებს და მოსახლეობის მობილიზაციას ახდენენ.
„ქუთაისის აქცია ძალიან მაშტაბური იქნება, რაც იმერეთის რეგიონს ეკადრება. ჩვენ განაწილებულნი ვართ რეგიონებში. დავდივართ სოფელ-სოფელ, ათეულობით მოსახლეობას ვხვდებით ყოველდღე და მათი მხრიდან საოცრად დიდი აქტიურობაა. ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს აქციაზე მისვლას და ვფიქრობთ, ეს აქციაც ძალიან ორგანიზებული და მასშტაბური იქნება. ამასთანავე, რადგან იციან, რომ აქციაზე შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილი მიმართავს, ძალიან დიდი ინტერესია“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყველა მობილური ჯგუფია მობილიზებული, რათა ყველაფერი ორგანიზებული და წესრიგში იყოს. ასევე აქციას „საია“ და „სამართლიანი არჩევნები“ დააკვირდება.
„შესაბამისად, ყველაფერი მონიტორნიგის ქვეშ იქნება, რომ რაიმე პროვოკაციებს ადგილი არ ჰქონდეს“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება, ქუთაისში შეკრებილ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ლიდერის, გარდა მიმართავს, თუ არა კოალიციის სხვა ლიდერი კობახიძე აცხადებს, რომ დეტალურად სცენარზე საუბარი არ შეუძლია.
„რაღაც სიურპრიზები რა თქმა უნდა, უნდა იყოს, რაც წინასწარ არაა გაცხადებული. ბატონი ბიძინა მოსახლეობას აუცილებლად მიმართავს და ეს ღონისძიება ძალიან საინტერესო იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.