როგორც ჩანს, იაპონიას ატომური ენერგეტიკის გარეშე არსებობს ვერ წარმოუდგენია. მიუხედავად დაპირებისა, რომელიც იაპონიამ „ფუკუსიმას“ კატასტროფის შემდეგ დადო, სულ მალე ფუკუის პრეფექტურაში ორი ატომური ელექტროსადგური ამუშავდება.
„ დაწვრილებით შევისწავლეთ ატომური ელექტროსადგურების მდგომარეობა და შედეგებმა გვიჩვენა, რომ მიწისძვრის თუ ცუნამის შემთხვევაში, რეაქტორებიდან რადიაციის გადინება არ მოხდება“,- განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოსიხიკო ნოდამ.
დღეისათვის იაპონიაში 50 მოქმედი ატომური ელექტროსადგურია.