უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის აკაკი ბობოხიძის წინასწარი შეფასებით ხვალ, ქუთაისში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე ხელისუფლების მოწინააღმდეგეებისა და არაკეთილმოსურნეების არცთუ დიდი რაოდენობა შეიკრიბება.
ბობოხიძის განცხადებით, ნებისმიერი რაოდენობა მოსახლეობისა ერთდროულად დიდიცაა და პატარაც. მისივე თქმით, დიდია „ქართული ოცნებისთვის“ და პატარაა სრულიად საქართველოსთან შედარებით.
„საქართველოს ხელისუფლებას ჰყავს მოწინააღმდეგეები და არაკეთილისმსურველები და ბუნებრივია, ასეთი მოსახლეობის რაღაც ნაწილი მოიყრის თავს. „ქართული ოცნების“ მიერ, თბილისში გამართული აქციების მასშტაბების მსგავსი საქართველოს ახსოვს. იგივე იპოდრომზე და სხვა. გაცილებით მასშტაბური იყო ზვიად გამსახურდიას მიერ მოწყობილი აქციები მერე რა. ეს არ ახალია, არც გასაკვირია და არც გამაოგნებელი. ეს ჩვეულებრივია და ვუსურვებ წარმატებას ყველას, ვინც მაგის იმედად არის ხოლმე“, - განაცხადა ბობოხიძემ.