ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კეტრინ ეშტონი მთიან ყარაბაღში არსებულ „სერიოზულ შეიარაღებულ ინციდენტებთან“ დაკავშირებით ღმა მწუხარებას გამოთქვამს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„ევროპის უმაღლესი კომისარი ღრმა მწუხარებას გამოთქვამ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სერიოზული შეიარაღებული ინციდენტების გამო, რომელსაც ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. ძალის გამოყენება და მუქარა, აგრეთვე სტატუს-ქვო არაფრით არ იმოქმედებს არსებული კონფლიქტის დარეგულირებაზე.
ევროპის უმაღლესი კომისარი მოუწოდებს სომხეთს და აზერბაიჯანს, როგორც პარტნიორ ქვეყნებს, რათა ძალღონე არ დაიშურონ კონფლიქტის დასარეგულირებლად , აგრეთვე სრულად დაიცვან მადრიდის შეთანხმების პრინციპები და შეასრულონ ის ვალდებულებები, რაც აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა მინსკის ჯგუფის ჩარჩოებში აიღეს“,- ნათქვამია განცხადებაში.