ჟურნალისტ ია თინიკაშვილის  მანქანას  ცეცხლი გაუხსნეს

ჟურნალისტ ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს

 ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტ ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია  ,,მაესტრომ“ გაავრცელა.

 მაესტროს ინფორმაციით,  შემთხვევა 8 ივნისის ღამით, გორის რაიონის სოფელ ხელთუბანთან მოხდა. ია თინიკაშვილი ტელეკომპანია „მაესტროს“  გორის ბიუროს ხელმძღვანელია და ინციდენტის დროს სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

დაუდგენელი პირების მიერ ნასროლი რამდენიმე ტყვია „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილის უკანა კარის მინას მოხვდა და საწინააღმდეგო მხარეს გამჭოლად გავიდა.   სროლისგან არავინ დაშავებულა. 
შემთხვევის ადგილზე  პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა. პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ ჟურნალისტი პოლიციაში დაკითხვაზე წაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით  შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.