ჟურნალისტებმა საფრანგეთის პრეზიდენტი მოძრაობის წესების დარღვევაში „გამოიჭირეს“

ჟურნალისტებმა საფრანგეთის პრეზიდენტი მოძრაობის წესების დარღვევაში „გამოიჭირეს“

The Local-ის ინფორმაციით, ფრანგმა ჟურნალისტებმა, რომლებიც საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს ნორმანდიაში მეკავშირეების გადასხმის 66-ე წლისთავის აღსანიშნავ ზეიმზე მიჰყვებოდნენ, ოლანდი სიჩქარის გადაჭარბებაში დაადანაშაულეს.

ჟურნალისტების მეორე ჯგუფმა შეამჩნია რეზიდენციიდან გამოსული პრეზიდენტის ლიმუზინმა, როგორ დატოვა პარიზი 140 კვ.მ სიჩქარით, რაც დაშვებულ ნორმას ორჯერ აჭარბებს.

კანში ჩასვლისას,როდესაც  ჟურნალისტებმა პრეზიდენტი სიჩქარის გადაჭარბებაში ამხილეს, ოლანდმა გაიკვირვა და პრესის წარმომადგენლებს გაკვირვებული შეეკითხა:“-მართლა? მე არაფერი შემიმჩნევია, თქვენ?“