აფხაზეთი АLBA-ს  ალიანსში გაერთიანებას აპირებს

აფხაზეთი АLBA-ს ალიანსში გაერთიანებას აპირებს

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი ხინთბას განცხადებით,  პოლიტიკურ  გავლენიან გაერთიანება АLBA-ასთან, რომლის მთავარ ძალასაც ვენესუელა წარმოადგენს, ურთიერთობების დალაგება ძალიან მნიშვნელოვანია.

„სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთი თვლის, რომ თუ ქვეყანა ან კონტინენტი აფხაზეთიდან მოშორებითაა, მასთან ურთიერთობების დალაგება არც ისე პრიორიტეტულია. ჩვენ გლობალურ მსოფლიოში ვცხოვრობთ და ნებისიმიერი ურთიერთობა აფხაზეთისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვის, რომელსაც მთელი ძალით ცდილობენ, რომ იზოლაციაში მოაქციონ. კონტაქტები კი ნებისმიერ ქვეყანასთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს გავლენით, ძირშივე იკვეთება. ჩვენთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობების დალაგება“,-განაცხადა ხინთბამ.

 ALBA-ს წევრები არიან ბოლივია, ვენესუელა, კუბა, ეკვადორი, ნიკარაგუა, დომინიკი, ანტიგუა და ბარბუდა, სენტ-ვინსენტი და გრენადინი.