ე.წ.უდოზე შუამდგომლობის წარდგენა დაწესებულების ადმინისტრაციის ვალდებულება გახდება

ე.წ.უდოზე შუამდგომლობის წარდგენა დაწესებულების ადმინისტრაციის ვალდებულება გახდება

პატიმრის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე(ე.წ.უდოზე) შუამდგომლობის წარდგენა დაწესებულების ადმინისტრაციის ვალდებულება იქნება. ამის შესახებ ცვლილება „პატიმრობის კოდექსში“ შედის, რომელიც დღეს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა განიხილა.

აქამდე მოქმედი კანონით კი, პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუცდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ შუამდგომლობის წარდგენის მხოლოდ შესაძლებლობა არსებობდა და არა ვალდებულება. ასეთი შუამდგომლობის წარდგენა შეეძლო თავად მსჯავრდებულს, მის დამცველს, ახლო ნათესავს ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს.

ახალი კანონპროექტით კი, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებული იქნება ადგილობრივ საბჭოს ავტომატურ რეჟიმში წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა, თუ მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა მოიხადა.

პროექტის თანახმად, ქალ მსჯავრდებულთა მიმართ ეს ვალდებულება ძალაში წელს, კერძოდ, კანონის ამოქმედებიდან მე-15 დღეს შედის, ხოლო მამაკაც სრულწლოვან მსჯავრდებულთათვის 2013 წლის 1 იანვრიდან.

 იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა ამ პროექტს დღეს მხარი დაუჭირა.