„არ შეიძლება ხალხის სწრაფვა ერთმა კაცმა შეაჩეროს. ეს წარმოუდგენელია. მას დაკარგული აქვს ანალიზის კეთების უნარი და ებრძვის საკუთარ ხალხს, თანაც მასშტაბურად“, - ამის შესახებ, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა „მეორე არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში შეკითხვის „ხელისუფლების მიერ ქუთაისში აქციის ჩატარებისთვის ხელშეშლის მცდელობა მოახდენს თუ არა ზეგავლენას რეგიონებზე“ პასუხად განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, მთელი საქართველო ფეხზე დგას და დღევანდელ განწყობას ვერავინ ვეღარ შემოაბრუნებს.
„პროცესები აბსოლუტრად შეუქცევადია. მათი უბადრუკი ქმედებები მხოლოდ სიცილს იწვევს და თან ქუთასში. ქუთაისში ისეთი იუმორია... ალბათ, ახლა ისე აშაყირებენ მაგათ, მომავალში ეს ანეგდოტებად გადაიქცევა“, - განაცხადა ივანიშვილმა.