24 წლის პოპ-ვარსკვლავი რიანა, როგორც ჩანს ზაფხულის მოახლოებას,საზაფხულო განწყობით, - „შიშველი“ ხვდება. ცოტა ხნის წინ, ის ახალი არომატის Nude - სთვის მთლიანად გაშიშვლდა. ახლა კი, მონაწილეობა ჟურნალ Esquire-ეს ცხელ და სექსუალურ ფოტოსესიაში მიიღო. ჟურნალის ივლისის ნომრისათვის მომღერალი ნახევრად შიშველი მოგვევლინა.
მომღერალმა ჟურნალი Esquire 2011 წლის ნოემბერშიც დაამშვენა. მაშინ ჟურნალმა რიანა წლის ყველაზე სექსუალურ ქალად დასახელდა. წინა ნომრის ფოტოსესიისგან განსხვავებით, ივლისის ნომერში რიანა ქერა თმით მოგვევლინა, რაც უფრო უსვამდა ხაზს მის შარმს და სექსუალურობას. ფოტოსესია Matt Irwin-მ ლონდონში გამართა.
ჟურნალში რიანას ფოტოებთან ერთად მისი ინტერვიუც დაიბეჭდება და გაყიდვაში, ის 4 ივნისს გამოვა.