სოჭის ოლიმპიური ქალაქის მშენებლობას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სოჭის ოლიმპიური ქალაქის ტერიტორიაზე, მშენებარე ხიდი ჩაინგრა და ქვეში ორი მუშა მოიყოლა. სატვირთო მანქანის მძღოლი, 23 წლის დიმიტრი და მეორე მგზავრი, 51 წლის ვიაჩესლავი.
60 ტონიანი ბეტონის სარკინიგზო ხიდი, ადგილიდან მისი შეკეთების დროს მოწყდა, ამ პერიოდში ხიდის ქვეშ სატვირთო მანქანამ გაიარა, რომელსაც ბეტონის კონსტრუქცია ზედ დაეცა.
შემთხვევა ფაბრიციუსის ქუჩაზე მოხდა. ნგრევის დროს, კამაზის მძღოლი და მგზავრი კაბინაში ჩაიკეტნენ. ადგილზე მისულმა სამაშველო სამსახურებმა მათი გადარჩენა ვერ მოახერხეს და ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
საქმის გამომძიებლები აცხადებენ, რომ ავარიის ადგილზე, არ ყოფილა საგზაო ნიშნები, რომელიც მძღოლს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილებდა. მათივე თქმით, ასეთი მშენებლობების დროს, ახლომდებარე ტერიტორიებზე აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისი გაფრთხილებები, მოძრაობის დასაშვები სიჩქარის შესახებ და ა.შ.