გლენ დისენი მეორე ფრონტში საქართველოს ჩართვაზე: რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა, ეს არის საუკეთესო გამოსავალი - სიტუაციისგან დისტანცირება და ქვეყნებთან თანამშრომლობა

გლენ დისენი მეორე ფრონტში საქართველოს ჩართვაზე: რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა, ეს არის საუკეთესო გამოსავალი - სიტუაციისგან დისტანცირება და ქვეყნებთან თანამშრომლობა

მეორე ფრონტსა და ამ პროცესში საქართველოს როლზე გადაცემაში „იმედი LIVE“ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა გლენ დისენმა ისაუბრა. მისივე თქმით, რაც საქართველოს მთავრობამ ამ პროცესში გააკეთა, ეს არის საუკეთესო გამოსავალი.

„მნიშვნელოვანია გავიზიაროთ, რატომ დაიწყო ომი. ჩვენ გულახდილად უნდა ვთქვათ, რომ არავინ იყო უკრაინაში 2014 წელს, რომლებსაც უნდოდათ ნატოში გაწევრიანება. ანუ, როდესაც ნატო გაფართოებას იწყებს, ის რა თქმა უნდა ქმნის თავის გამოწვევებს. როდესაც ნატომ უცებ დაიწყო საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერება, რა თქმა უნდა ეს რუსეთისგან გამოიწვევდა საპასუხო მოქმედებებს. ამან შემდეგ გამოიწვია სხვა ქვეყნების ჩართვა, რაშიც მოყვა საქართველო. ამიტომ მოუწოდეს საქართველოს ამ ბრძოლაში ჩართვა და რა თქმა უნდა ეს დიდი ზარალს გამოიწვევდა.

მთავარი, რაც უნდა ვქნათ ეს არის, რომ შევამციროთ უსაფრთხოების კომპეტენცია ლეგიტიმური მიზნებით, რაც გვაქვს ჩვენ რუსეთთან დაკავშირებით. თუმცა, თუ ჩვენ თავს წარვადგენთ ფრონტის ხაზზე, რა თქმა უნდა ჩვენ დავდგებით დიდი ძალის საფრთხის წინაშე და ეს საქართველოსთვის ცუდი შედეგით დასრულდება.

ვფიქრობ, რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა, ეს არის საუკეთესო გამოსავალი, სიტუაციისგან დისტანცირება და ქვეყნებთან თანამშრომლობა. უნდა ვიყოთ რაც შეიძლება ახლოს ევროპის ქვეყნებთან, თუმცა არ ვიქნებით ფრონტის ხაზე წარმოდგენილები.“, - აღნიშნა გლენ დისენმა.