2012 წელს აზერბაიჯანლები გამდიდრდნენ

2012 წელს აზერბაიჯანლები გამდიდრდნენ

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცმებით, აზერბაიჯანელთა შემოსავალი 2011 წელთან შედარებით, 12,6%-ით გაიზარდა.

9,8 მილიარდი მანათის შემოსავლიდან მოსახლოებამ  65,3% პირველადი მოხმარების საჭიროებაზე, 9,1% გადასახადებზე, 2,2 საკრედიტო ანაბრებზე დახარჯა, ხოლო შემოსავლის 23,4% შეინახა.

დამოუკიდებელი ექსპერტის ოკტაი ახვერდიევის აზრით,სტატისტიკის კომიტეტის მონაცემები რეალურია.
„შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს შემოსავლები ნავთობის სექტორიდან არ მოდის, თანაც აზერბაიჯანში მომსახურების სექტორი სწრაფად ვიტარდება“,-აცხადებს ახვერდიევი.